| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ანდრიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1974წწ. ქ. გორის მედსანნაწილის ექიმი-ლარინგოლოგი; 1974-1975წწ. რესპუბლიკური კლინიკური ონკოლოგიური დისპანსერის ექიმი-ლარინგოლოგი; 1975-1984წწ. ქ. თბილისის მე-8 კლინიკური საავადმყოფოს მიმღები მორიგე ექიმი-ლარინგოლოგი; 1984-1986წწ. ამავე საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების ექიმი-ლარინგოლოგი; 1986-1998წწ. ამავე საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების უფროსი; 1977-1978წწ. ქ. ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე წარმატებით გაიარა ფრანგულ ენაში სპეციალური მომზადების კურსები საზღვარგარეთ მივლინებისათვის; 1979-1982წწ. მივლენილი იყო ალჟირის რესპუბლიკის ქ. ტლემსენის ჰოსპიტალში ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგედ, მან წარმატებით ჩატარებული უამრავი ოპერაციის გამო ალჟირის რესპუბლიკის საკავშირო საკონსულოს მადლობა დაიმსახურა; 1988-1989წწ. იგი მოხალისედ თავდადებით მუშაობდა როგორც სასწრაფო დახმარების ექიმი; მან როგორც ქველმოქმედმა თბილისში გახსნა მრავალპროფილიანი სამედიცინო კოლეჯი (1992, დღემდე ფუნქციონირებს და გამოუშვა 600 ექთანი და კბილის ტექნიკოსი), თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტი (1995), ეგრეთ წოდებული "ელიავას ბაზრობა" (1994, ელიავასა და ხოშარაულის ქუჩების მიმდებარედ ნაგავსაყრელ ტერიტორიაზე მოაწყო ავტო, სამშენებლო, სანტექნიკური ნაწილებისა და სურსათის ბაზრობა, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდა.), თბილისში ბაქოს ქუჩაზე ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა კერძო სამედიცინო კოლეჯი და სტომატოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც მის სახელს ატარებს. ექიმი-ლარინგოლოგი, ქველმოქმედი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.379-382
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

