The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ აიხვალდი

ედუარდ აიხვალდი
Date of birth:1795
Date of death:4 November, 1876  (at 81 years)
Burial location:ლუთერანული (გერმანული) სასაფლო, სანკტ-პეტერბურგი
Category:Medical Doctor, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მიტავა, ლატვია.

1825-1826 წლებში კავკასიაში მოგზაურობის დროს, ედუარდ აიხვალდმა თითქმის მთელი საქართველო მოიარა. მოგზაურობის შედეგია წიგნი "ედუარდ აიხვალდის მოგზაურობა კასპიის ზღვასა და კავკასიაში 1825-1826 წლებში". ნაშრომში ავტორი ეხება საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ ვითარებას; აღწერს ქალაქებს, სოფლებსა და ეკლესიებს. იკვლევს საქართველოს ფლორასა და ფაუნას; როგორც ექიმი, აღწერს გავრცელებულ დაავადებებს. საინტერესოა მის მინერალოგიური და ბოტანიკური კვლევები. "ქართველებს არ უყვართ წამლების მიღება, ხოლო შეძლებული პირები, როცა ისინი იძულებული არიან, ექიმს დაუძახონ, კმაყოფილდებიან ექიმის მოსვლითა და ნუგეშით; მის წამლებს კი მიმართავენ მხოლოდ უკიდურესი საფრთხის დროს. მხოლოდ მრავალ ტკივილთან დაკავშირებული დაავადებანი, აშკარა საფრთხე, გარეგანი და თვალში საცემი სხეულის დამმახინჯებელი ავადმყოფობანი აიძულებენ, დახმარებისათვის ექიმს მიმართონ". მოგზაური.

წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.131

Bibliography


Share: