The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრეი იაცენკო-ხმელევსკი

ანდრეი იაცენკო-ხმელევსკი
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1987  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიროვობადი (ამჟამად განჯა), აზერბაიჯანი.

დაამთავრა თბილისის სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტი.

1928 წლიდან დაიწყო მუშაობა თბილისის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში. აქტიურად მონაწილეობდა პროფ. დ. სოსნოვსკის ექსპედიციებში კავკასიის დენდროფლორის შესასწავლად. ლაბორატორიაში მუშაობის პერიოდში, 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1931-1937წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევით სატყეო ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად, ანატომია-ფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. 1944-1955წწ. იყო ანატომიის ლაბორატორიის გამგე ერევნის უნივერსიტეტში. 1954 წელს სადოქტორო დისერტაციის მასალების გამოყენებით, ლენინგრადში დაიბეჭდა მისი მონოგრაფია "მერქნის ანატომიური კვლევის პრინციპები და მეთოდები". 1957 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის ქიმიოფარმაცევტული ინსტიტუტის ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის კათედრის პროფესორად. ამ პერიოდში დაიბეჭდა მისი სახელმძღვანელოები: "მცენარეთა ანატომიის მოკლე კურსი" (1961) და "სამკურნალო მცენარეები" (1961). გამოქვეყნებული აქვს 200 სამეცნიერო შრომა, რომელთა შორის ცნობილია: "მერქნის სისტემატიკის პრინციპები" (1948), "კავკასიური მერქანი". "შიშველთესლოვნები და ფარულთესლოვნები" (1954) და სხვა. 1958 წლიდან 30 წლის მანძილზე, სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემიის ზოგადი ეკოლოგიისა და მცენარეთა ანატომია-ფიზიოლოგიის კათედრას, სადაც შექმნა მერქნის ანატომთა სკოლა. მისი ხელმძღვანელობით ლენინგრადში ყოველწლიურად ტარდებოდა საკავშირო სამეცნიერო კონფერენციები ე.წ. "Ивановские чтения", რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილ მეტყევეს, აკადემიკოს ლ. ივანოვს. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის სპეციალისტი, მეცნიერი-ენციკლოპედისტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მერქნის სისტემატიკის პრინციპები", დაიცვა 1948 წელს.

წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები  = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.71-75

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მერქანმცოდნე ანატომთა საერთაშორისო ასოციაცია (IAWA), წევრი (1934-)
  • საკავშირო ბოტანიკური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1973-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1953 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: