| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფიოდორ შეფერი![]()
ბიოგრაფია1878 წელს ფიოდორ შეფერი ქალაქ ბათუმის ექიმად დაინიშნა. იმავდროულად, სასამართლო სამედიცინო ექიმის მოვალეობასაც ასრულებდა. იმ პერიოდისთვის ბათუმს სტაციონარი არ გააჩნდა. დანიშვნიდან ორი წლის შემდეგ სწორედ მან დააყენა საკითხი მოსახლეობისათვის ქსენონის (სახლი ავადმყოფთათვის) გახსნის თაობაზე, რომელსაც პატარა სტაციონარიც ექნებოდა. ასეთი დაწესებულება მართლაც გაიხსნა, მაგრამ ის დროებით, კერძო დაქირავებულ ბინაში მოათავსეს, ხოლო 1887 წელს, ფიოდორ შეფერის ინიციატივით, ყოფილ ვოზნესენსკის ქუჩაზე გაიხსნა 25-საწოლიანი ქსენონი. ეს იყო აჭარაში პირველი სახელმწიფო სამედიცინო სტაციონარული დაწესებულება, სადაც 1902 წლამდე მუშაობდა ფიოდორ შეფერი და 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტაციონარს. იგი 1892 წელს, ქოლერის პანდემიის დროს ავადმყოფებისგან ინფექციის გადადების შედეგად გარდაიცვალა. წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.142; რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.41
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

