The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაულ გოთჰარტი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

არქიტექტორ პაულ გოთჰარტის ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ მან XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისში არაერთი გამორჩეული არქიტექტურული ნიმუში შექმნა. 1882 წელს განახორციელა ლუიზა მადერის ლუდის ქარხნის რეკონსტრუქცია; 1889 წელს ფრიდრიხ გასპარ ვეტცელის დაკვეთით შექმნა ლუდის ქარხნის პროექტი; 1894 წელს დააპროექტა კონსტანტინე ალიხანოვისა და ივანე ტაიროვის ზეთსახდელისა და საპნის დამამზადებელი ქარხნის კომპლექსი. პაულ გოთჰარტის პროექტით არაერთი საცხოვრებელი აიგო. მათ შორის, 1887 წელს იოსებ თამამშევის საცხოვრებელი სახლი (წინამძღვრიშვილის 51). მანვე, 1895 წელს გადააკეთა ვილჰელ მადერის სახლი (სანქტ-პეტერბურგის 2/84), სადაც შემორჩენილია დამკვეთის გვარი "მადერ".

წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.197


გააზიარე: