| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტროიცკი ს.![]()
ბიოგრაფიაბათუმის ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა ს. პ. ტროიცკი, ბათუმის ექიმთა საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი. ყურადღებას იქცევს მისი მოხსენებები ჰიგიენისა და სანიტარიის საკითხებზე, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე და ა.შ. ს. პ. ტროიცკი არის ავტორი კაპიტალური ნაშრომებისა "სისხლიანი ფაღარათი" (1905), "სოციალურ-ქირურგიული ეტიუდი" (1908), "ბათუმის გარნიზონში მალარიით დაავადებიანობა ბოლო 5 წლის მანძილზე" და სხვ. იმის გამო, რომ ბათუმის სამხედრო ჰოსპიტალი თავისი საშუალებებით ვერ იტევდა ავადმყოფებს, ს. პ. ტროიცკიმ წამოაყენა ზღვის სანაპიროზე, ბურუნთაბიესთან ბარაკების აშენების წინადადება. აქ უნდა მოთავსებულიყო ერთდროულად 100 მალარიით დაავადებული ავადმყოფი, სრულ განკურნებამდე, ე.ი. ექვსი კვირის განმავლობაში. გაურკვეველი მიზეზებით ეს წინადადება არ განხორციელდა. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.82
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

