The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ტრაპაიძე

ვაჟა ტრაპაიძე
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1976  (49 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით, სპეციალობა-ჰიდროლოგია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრანტის ხარისხით, სპეციალობა-ჰიდროლოგია 1999 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგია, წყლის რესურსების კათედრის დოქტურანტურა 2024 წელს. 

2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის კათედრის: 2006-2010წწ. ასისტენტ პროფესორი, 2010 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2018 წლიდან დეკანის მოადგილე სამეცნიერო სფეროში; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  სამეცნიერო ინტერესები: ჰიდროლოგია, საზღვაო და სანაპირო პროცესები, ჰიდროსტიქიური მოვლენები. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია

  • კომპლექსურ-გეოგრაფიული პრაქტიკა : საველე სახელმძღვანელო (რედაქტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2025. - 142გვ.. - ISBN: 9789941521447
  • თბილისი : თანამედროვე გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე არსებული ზოგიერთი საშიში გეოლოგიური პროცესი (რედაქტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2024. - 56გვ.. - ISBN: 9789941361708
  • ზოგადი ოკეანოლოგია (ავტორი) // ნაწ. 1, (ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013. - 212გვ.. - ISBN: 9789941132704
  • ზოგადი ჰიდროლოგია : ხმელეთის წყლების ჰიდროლოგია : სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2011. - 222გვ.. - ISBN: 9789941132254

გააზიარე: