| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი შავლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი, ნიადაგმცოდნის კვალიფიკაციით 1971 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ასპირანტურა სპეციალობით-აგროქიმია, ფიტოპათოლოგია და მცენარეთა დაცვა. 1971-2013წწ. ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, შემდგომში საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი) წყლისა და ნიადაგის ლაბორატორია, გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილება, ტექნიკოსი, უფროსი ტექნიკოსი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2013-2019წწ. საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილება, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; არის შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 4 გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2017 წელს მონაწილეობდა UNDP გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის, "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში", როგორც ნიადაგის ექსპერტი. მონაწილეობს მრავალ ადგილობრივ და საზღვარგარეთის საერთაშორისო ფორუმში: საქართველოში, ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, ესპანეთში, რუსეთში და სხვა. აქვს 100-მდე პუბლიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემებში, მათ შორის 2 მონოგრაფია. აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

