| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ფიფია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტროენერგეტიკოსის (ელექტრული ენერგიის წარმოება, გადაცემა, განაწილება) კვალიფიკაციით 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ელექტროენერგეტიკაში 2011 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხით 2017 წელს. 2006 წელს იყო ენგურჰესის ტექნიკური ავტომატიკაის და კავშირგაბმულობის ინჟინრის თანაშემწე; 2007 წელს GTS ელექტრონიქსის ტექნიკური განყოფილების ინჟინერ-ელექტრიკოსის ასისტენტი; 2008 წელს საკრუინგო სანაოსნო კომპანია EASTWIND ინჟინრის თანაშემწე; 2011-2019წწ. სს ენერგო პრო "ჯორჯიას" საშუალო და დაბალი ძაბვის ქსელისა და აღჭურვილობის ქვეგანყოფილების უფროსი; 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2013), პროფესორი (2019). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

