The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ნადარაია

ირაკლი ნადარაია
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1977  (48 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1999 წელს.

ირაკლი ნადარაიას პოეზია გამოირჩევა მრავალფეროვანი მხატვრული სახეებით და ემოციური სიღრმით; მისი ლექსების ძირითადი თემებია: ადამიანი და სამყარო, იდუმალება, მეტაფიზიკური, ეზოტერიზმი - ეზოთერული მოტივები; მისი პოეზია ავლენს ინდივიდუალურ მხატვრულ ხელწერას, მისთვის დამახასიათებელ უნიკალურ სტილს და ლექსწყობას. რომელსაც ახასიათებს განუმეორებელი ჟღერადობა და სიტყვების ჰარმონია და მაგია. ირაკლი ნადარაია არის რამდენიმე საფორტეპიანო კონცერტის ავტორი; ასევე ცნობილია ირაკლი ნადარაიას მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი სიმღერა - სავარჯიშოები, რომელსაც ის ასრულებს "როგორც გარდაცვლილ ავტორებთან შეხვედრას"; 1998-2011 წლებში გაიმართა მისი პოეზიის და  მუსიკის ეზოთერული საღამოები და სპექტაკლები თბილისში: "ძველი სახლი", "თეატრალური სარდაფი", "მსახიობის სახლი" - საქართველოს თეატრალური საზოგადოება, თბილისის სახელმწიო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, ლიტერატურული კაფე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახელობის დარბაზი; მისი შემოქმედებითი საღამოები და სპექტაკლები გაიმართა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ევროპა, ამერიკა, ავსტრალია, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ფლორენციის უნივერსიტეტი, ბრიტანეთის ნაციონალური მუზეუმი, გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია, ჰარვარდის უნივერსიტეტი, სტოუნჰენჯი ( დიდი ბრიტანეთი), ლვოვის ლიჩაკოვის სასაფლაო, კოტორის  სანაპირო (მონტენეგრო), ვატიკანის ბიბლიოთეკა; მისი პოეზია თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. 1993 წელს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დედასთან ერთად მიენიჭა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის საპატიო წევრის წოდება; ოლღა დემურია-კოსტავას პირადი სურვილით მის მიერ შეგროვდა მიწა მერაბ კოსტავას საფლავიდან მთაწმინდაზე, რომელიც წაიღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაზე ქალაქ გროზნოში.

წყარო: ირაკლი ნადარაია - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი
    ტელეფონი:+995 595 77 85 38
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:https://iraklinadaraia.com/

გააზიარე: