The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ცერცვაძე

მაია ცერცვაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1963  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონული ტექნიკის ინჟინერის კვალიფიკაციით 1984 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ასპირანტურა გამოთვლითი ტექნიკისა და მართვის სისტემების ელემენტებისა და მოწყობილობების სპეციალობით 1995 წელს.

1986 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1986-2007წწ. ტექნიკური ელექტრონიკის კათედრა, ასისტენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2007-2013წწ. ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2019წწ. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2013 წლიდან ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის მონაწილე; 44 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: