The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ალექსიძე

თამარ ალექსიძე
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1963  (63 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1986 წელს; მაძიებელი 1988 წელს.

1989-1991წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად; 1991-1998წწ. უფროს ლაბორანტად; 1998-2006წწ. ასისტენტად; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "შიდა ქართლის ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაცია" (2005); ავტორის მიერ განხილულია რელიეფის, ნიადაგ-მცენარეული საფარის, შიდა წყლების, ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაციის აქტუალური საკითხები, ბუნების სტიქიური მოვლენების განვითარების საწინააღმდეგო ღონისძიებები. უმაღლესი სკოლის 5 სახელმძღვანელოს თანაავტორია, გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ის მონაწილეობას იღებდა პროექტში (მენეჯერი) "საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ინტერაქტიული ისტორიულ-გეოგრაფიული რუკის და საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემთა ბანკის შექმნა" (დონორი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). არის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი; კითხულობს ლექციებს საგანმანათლებლო პროგრამების ორივე საფეხურზე (ბაკალავრიატსა  და მაგისტრატურაში). გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (2005). 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: