| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ამბროლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1977 წელს იყო მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პირველი ქართველი გამარჯვებული. მუშაობდა ლონდონისა და საუსჰემპტონის უნივერსიტეტებში სამეცნიერო მიმართულებით (მანქანური სწავლება - ხელოვნური ინტელექტი, ინგლისი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელად; იყო მაქსის ფაკულტეტის დეკანი (მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების). იყო თბილისის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი და დირექტორი. შედგენილი აქვს საავტორო სალექციო კურსი "აზროვნების მათემატიკური წესი", რომელიც მოიცავს 30-მდე ლექციას და პოპულარულსა და სახალისო ფორმით ფარავს მათემატიკის თითქმის ყველა მსხვილ მიმართულებას და გამოყენების სფეროს. ეს კურსი ეკითხება თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს. გამოცემული აქვს სამეცნიერო-პოპულარული წიგნი "1+1=10", სადაც სათავგადასავლო ნაწარმოების ფაბულაში ჩართულია უამრავი სახალისო ლოგიკური თავსატეხი. მის სამეცნიერო კვლევის ინტერესებს წარმოადგენს: აპროქსიმაციათა თეორია, ორთოგონალური სისტემები, დინამიური სისტემები, მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

