The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ფანცხავა

ელენე ფანცხავა
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1966  (60 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1990 წელს; საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნის კვალიფიკაციით 1995 წელს; დოქტურანტურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე 2012 წელს.

1984 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად; 2013 წლიდან დღემდე არის სტუ-ს, თბოენერგეტიკული დანადგარებისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი; თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის თემაზე აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებული სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში, მონაწილეობა აქვს მიღებული  სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფორუმებსა თუ და კონფერენციებში. ერთერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორია სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციისა - "ენერგეტიკა და გარემო", რომელიც (2018-2019), ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე. 75 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2012), პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: