| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რიფათ გეგიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახო, ქედის რაიონი. დაამტავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე განაწილებით დაიწყო მუშაობა ყაზახეთის რესპუბლიკის კუსტანაიას ოლქის ფროლოროვკის რაიონის უკრაინის უბნის საავადმყოფოს მთავარ ექიმად და ქირურგად; 1968-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოცჰიგიენისა და პედიატრიის ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1970-1971წწ. ქ. თბილისის გაერთიანებული სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1971-1976წწ. ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1976-1978წწ. ქობულეთის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1978-1987წწ. ქობულეთის რაიონის მთავარი ექიმი; 1987-2005წწ. ქობულეთის რაიონის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; მან რამდენჯერმე აიმაღლა კვალიფიკაცია ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში - სანიტარულ ჰიგიენაში და ჯანდაცვის ორგანიზაციაში, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, ტრავმატოლოგიაში, გადაუდებელ ქირურგიაში; მისი ინიციატივით რაიონის ცენტრში 1981 წელს გაიხსნა სისხლის გადასხმის სადგური, ჩამოყალიბდა ახალი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სამსახური, საავადმყოფოში გაიხსნა ინტენსიური თერაპიის პალატა, მომზადდა რეანიმაციის განყოფილების გახსნისათვის ნიადაგი; არის რამდენიმე საინტერესო გამოკვლევის ავტორი; რამდენჯერმე იქნა არჩეული ადგილობრივ ხელმძღვანელ ორგანოებში. დაჯილდოებული იყო მადლობებითა და სიგელებით. ექიმი-ქირურგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.713-714
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

