| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვირი, შორაპნის მაზრა. ქ. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თვითგანათლება მიიღო მამისეულ ძალზე მდიდარი ბიბლიოთეკის გამოყენებითა და ხალხში გასვლით. მისი ლექსები, პუბლიცისტური სტატიები, თარგმანები (შექსპირის პიესები, ჟოზე (ხოსე) მარია ერედიას, თ. სოლოგუბისა და სხვათა ნაწარმოებები) იბეჭდებოდა XIX საუკუნის 60-90-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში ("დროება", "ივერია", "კვალი", "მოამბე"). ავტორია ბელეტრისტული, დრამატურგიული, ისტორიული და ფილოსოფიური თხზულებებისა. მისი ქველმოქმედება შემოიფარგლებოდა საქართველოს მოსახლეობისათვის მაღალკვალიფიციური პრაქტიკული-სამედიცინო დახმარებით. ამიტომ მას და მის სახლში სოფელ ბეთლემში (სენაკის მაზრა) გახსნილი საავადმყოფო (ქსენონს) მუდამ სავსე იყო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობით. იგი უანგაროდ სინჯავდა, უწერდა რეცეპტებს, საჭიროების შემთხვევაში აწვენდა ავადმყოფს ქსენონში, ხოლო ღარიბებს წამლის ფულისა და მკურნალობის ხარჯებსაც თვითონ იღებდა (იხ. გაზეთი"ივერია", 1877, N294, გვ.3 და ჟურნალი "მოამბე", 1897, N1). ნიკოლოზ ტარიელის ძე გარდაიცვალა ტავრიდის გუბერნიის სოფელ აგაიამანში. თვითნასწავლი მკურნალი, ქველმოქმედი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.725-726
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

