| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ბაბილუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 2000 წელს; მაგისტრატურა 2002 წელს. 2003-2006წწ. იყო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასისტენტი; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (ზსმფ) ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის მოწვეული პროფესორი; 2009-2020წწ. ამავე კათედრის ასისტენტ პროფესორი; 2020 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2006-2009წწ. არის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორი და 2013-2015წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხი გამარჯვებული პროექტის ძირითადი შემსრულებელი; მისი ძირითადი შრომები ეხება სემიმარტინალის ლოკალურ დროსა და ამერიკული ოფციონის ფასდადების ამოცანებს ერთგანზომილებიან დიფუზიურ მოდელში; რეგრესიის ფუნქციის და განაწილების სიმკვრივის არაპარამერული გულოვანი შეფასებების შესწავლას; განაწილების სიმკვრივის ნადარაია-ვატსონის ტიპის შეფასებებს; თანხმობისა და ერთგვაროვნობის ჰიპოთეზის შემოწმებისათვის ახალი კრიტერიუმების აგებას და სხვა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2005). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

