| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ფერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საქარა, ყოფილი შორაპნის მაზრა. დაწყებითი განათლება მიიღო ზესტაფონში, ხოლო საშუალო და უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა თბილისში. 1919 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, წარჩინებით დაამთავრა კურსი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. ასწავლიდა თბილისის ჰიდროტექნიკუმში. იყო სტუდენტთა ტექნიკური სამეცნიერო წრის თავმჯდომარე. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამმართველოში, აქტიურად მონაწილეობდა საინჟინრო-ტექნიკური ბიუროს მუშაობაში. 1929 წლის 5 ნოემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ სვირში კონსტანტინე (კოტე) ფერაძე და ანტონ (ტუტუშა) ჯაფარიძეს რკინიგზის დამცველი რაზმის მსროლელის, ლომინაძის მიერ მოკლული იქნა. საქარისა და ობჩის მცხოვრებთა წარმომადგენელთა მოთხოვნით აჯამეთის სარწყავ არხს მათი სახელი ეწოდა. ინჟინერ-მელიორატორი. ჰიდროინჟინერი. საქართველოს წყალთა მეურნეობის სპეციალისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.337; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.359; სადგურ სვირში მომხდარ მკვლელობის გარშემო // კომუნისტი. - თბილისი, 1929. - 7 ნოემბერი. - N258. - გვ.4-5; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

