The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ ბერიშვილი

ზაურ ბერიშვილი
Date of birth:5 July, 1944  (81 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

1967 წლიდან მუშაობდა თბილისში ახლადდაარსებულ, ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (ნხფსკი). 1973-1976წწ. იყო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ნახევარგამტარების ინსტიტუტის ასპირანტი კიევში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "კათოდური სამელექტროდიანი გაფრქვევის მეთოდით მიღებული დიელექტრიკული და ნახევარგამტარული ფირების შემუშავება, კვლევა და გამოყენება" (1976). 1976-2004წწ. მუშაობდა სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "მიონ"-ში თბილისში, რომელიც შეიქმნა ნხფსკი-ს ბაზაზე  და ძირითადად ასრულებდა ყოფილი სსრკ სამხედრო კომპლექსის დაკვეთებს. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი. მათ შორის  ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში: "Innovation plannar-rotational magnetron sputtering device modern mono and multicomponent coverings for synthesis" (თანაავტორი, 2025); Innovative magnetron sputtering for the synthesis of catalytic and nanostructured materials and its possible using in biomedicine and in the fight against COVID-19 (თანაავტორი, 2020); Planar Magnetron Sputtering Device: A New Generation of Magnetron Sputtering Design and Technology (თანაავტორი, 2017). აქვს 10-მდე საავტორო უფლება, საქართველოს პატენტი, განაცხადი საერთაშორისო პატენტებზე და ინდოეთის პატენტი. 2002-2005წწ. მონაწილეობდა საერთაშორისო მეცნიერებათა და ტექნოლოგიური ცენტრისა და ნატოს SFP ENABLE AB973796- ის ერთობლივ პროექტში № 801. არის ვეტერანი პირველთანრიგოსანი მთამსვლელი და მოთხილამურე, ცნობილი უშბას ექსპედიციის მონაწილე (1968). აქტიურად არის ჩართული ვაკუუმში ინოვაციური პლანარულ-როტაციული მაგნეტრონული გაფრქვევის მოწყობილობის კონსტრუქციის და შესაბამისი ტექნოლოგიების სრულყოფაში, მის პოპულარიზაციასა და კომერციალიზაციის სფეროში, რამეთუ, ტექნიკური და ტექნოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, აღნიშნულ მაგნეტრონულ მოწყობილობაზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე დიდია. არის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. ნ. კეკელიძის სახელობის ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სსიპ ინსტიტუტი "ოპტიკა"-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

Share: