| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ბერულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია, ახლანდელი ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; ასპირანტურა 1952 წელს. 1955-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. მიენიჭა პროფესორის წოდება (1989). 1987-2006წწ. იყო ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ელექტრონულ პარამაგნიტურ რეზონანსს (ეპრ). მის მიერ აღმოჩენილია (თანაავტორებთან ერთად) დისკრეტული გაჯერების მოვლენა ეპრ შთანთქმის ხაზში და შემუშავებულ იქნა რადიოსიხშირული დისკრეტული გაჯერების მეთოდი, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა, როგორც პარამაგნიტური კროსტალების კვლევის ახალი მეთოდიკა. პროფესორ თ. სანაძესთან ერთად მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პრემია (1968), პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (თ. სანაძესთან და გ. ხუციშვილთან ერთად, 1970). არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1989), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987). დაიცვა საკანდიდატო (1966) და სადოქტორო დისერტაცია (1987). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

