The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ბრეგაძე

ვასილ ბრეგაძე
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1939  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ფიზიკურ ტექნოლოგიური ინსტიტუტის რადიოტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობით ბიოფიზიკა, (მოსკოვის ოლქი, ქ. დოლგოპრუდნი) 1964 წელს; ასპირანტურა, მოსკოვის ფიზიკურ ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქიმიური და მოლეკულური ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ბიოფიზიკა (მოსკ. ოლქი, ქ. დოლგოპრუდნი) 1968 წელს; 

1964–1968წწ. იყო უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკის ინსტიტუტი, (მოსკოვის ოლქი, ქ. პუსჩინო); 1968–1971წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი (თბილისი); 1971–1986წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი, ბიოპოლიმერების ფიზიკის განყოფილება; 1986–2006წწ. წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი, სპექტრალური გამოკვლევების განყოფილება; 2006–2009წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, ბირთვული, ფიზიკური და ოპტიკური მეთოდებით კვლევის განყოფილება; 2009-2024წწ. მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება; 2024 წლიდან მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება, ბიონანომოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიის გამგე. აქვს ლექციების კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 7 საკანდიდატო და სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი; ინტერნაციონალურმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა აღიარა როგორც 2000–დან ერთ–ერთი ცნობილი მეცნიერი (ინგლისი, კემბრიჯი, 2009–2010). ის არის ამერიკული ქიმიური საზოგადოების, საერთაშორისო ეპრ საზოგადოების და ოპტიკური–საინჟინრო საზოგადოების წევრი. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი ნაშრომი, ძირითადად მაღალ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, მიღებული აქვს 3 პატენტი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული  მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, იგი გამარჯვებულია 2  სამეცნიერო საგრანტო პროექტში და მონაწილეობა აქვს მიღებული 3 სამეცნიერო საგრანტო პროექტში, რომლებიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. აქვს ციტირების ინდექსია 256 და h-ინდექსი 9. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი სპეციალობით ბიოფიზიკა, სსრ კავშირის აკადემიის ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი (რუსეთი, ქ. პუსჩინო, 1970); ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სპეციალობით ბიოფიზიკა მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთი, ქ. მოსკოვი, 1989). ინჟინერ-ფიზიკოსი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: