შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაერეკლე II-ს და დარეჯან დედოფლის ვაჟიშვილი; შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც 1783 წელ ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით; მირიან ბაგრატიონი იქვე დარჩა და რუსეთის სამსახურში შევიდა; მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და სენატორობა; 1797 დასაწყისში ებოძა ყაბარდოს პოლკის შეფობა; მსახურობდა "კავკასიის ლინიაზე" გენერალ გუდოვიჩთან; 1798 წლის იანვარში საქართველოში დაბრუნდა, გათავისუფლდა სამსახურიდან და აქვე დარჩა; 1801 წლიდან სამუდამოდ დასახლდა პეტერბურგში; მან შემოგვინახა "დავითიანის" გურამიშვილისეული ხელნაწერი და არზა; ეწეოდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას; რუსულიდან თარგმნა "სწავლა თქმული ილია მინიატისაგან", ბრავეს ტრაგედია "ატეისტი"; ავტორია რამდენიმე იამბიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 330; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.41
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |