The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან ბატონიშვილი

მირიან ბატონიშვილი
ოფიციალური სახელი:მირიან ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1766
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1834  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, პეტერბურგი
კატეგორია:მთარგმნელი, სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ერეკლე II-ს და დარეჯან დედოფლის ვაჟიშვილი; შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც 1783 წელ ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით; მირიან ბაგრატიონი იქვე დარჩა და რუსეთის სამსახურში შევიდა; მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და სენატორობა; 1797 დასაწყისში ებოძა ყაბარდოს პოლკის შეფობა; მსახურობდა "კავკასიის ლინიაზე" გენერალ გუდოვიჩთან; 1798 წლის იანვარში საქართველოში დაბრუნდა, გათავისუფლდა სამსახურიდან და აქვე დარჩა; 1801 წლიდან სამუდამოდ დასახლდა პეტერბურგში; მან შემოგვინახა "დავითიანის" გურამიშვილისეული ხელნაწერი და არზა; ეწეოდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას; რუსულიდან თარგმნა "სწავლა თქმული ილია მინიატისაგან", ბრავეს ტრაგედია "ატეისტი"; ავტორია რამდენიმე იამბიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 330; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.41


გააზიარე: