The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ მდივანი

სიმონ მდივანი
ოფიციალური სახელი:სვიმონ მდივანი
სხვა სახელი:სოსიკო მდივანი
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1876
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1937  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 

1905 წლიდან გახდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა რევოლუციური პარტიის წევრი; შემდგომ წლებში მუდმივად იყო პარტიის კომიტეტის წევრი. იგი მონაწილეობას იღებდა ისეთ სახიფათო საქმეებში, როგორიც იყო უცხოეთიდან იარაღის ფარულად მიღება და მებრძოლთა რაზმების შექმნა. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ ბათუმში დასახლდა, სადაც აირჩიეს "საურთიერთობო ნდობის საზოგადოების" ქართული ბანკის დირექტორად. განაგრძო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობაც - რედაქტორობდა ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთს, იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ კვლავ შეცვალა მისი ცხოვრების მიმართულება. მან თავი დაანება ბათუმში კერძო სამსახურს და თბილისში დაბრუნდა. ამავე წლის ნოემბერში იგი აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წლიდან დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლად სომხეთის რესპუბლიკაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით. იყო გარეშე საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, სამხედრო და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების მდივანი, გზათა კომისიის წევრი. არჩეული იყო დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგად (თავმჯდომარის მოადგილე). 1921 წლის დასაწყისში დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად ოსმალეთში. 1922 წლის გაზაფხულიდან იყო ინტერპარტიული კომიტეტის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა "კავკასიის კონფედერაციის საბჭოს" ფორმირებაში. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.302

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა რევოლუციური პარტია, წევრი (1905-)
  • სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თავისუფლების საპარლამენტო ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
    პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

გააზიარე: