The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი (იმერეთის ეპისკოპოსი)

გიორგი
ოფიციალური სახელი:გიორგი ალადაშვილი
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:1924  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით.

1905-1908წწ. იყო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი; 1908-1917წწ. იმერეთის ეპარქიის მმართველი და გელათის მონასტრის წინამძღვარი. 1917 წელს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, დაადგინეს წილკნის ეპისკოპოსად. 1920-1922წწ. მიტროპოლიტის პატივით იყო ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 2012. -გვ. 30; karibche.ambebi.ge


გააზიარე: