შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია მდივანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი 1884 წელს, კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი 1886 წელს და გენერალური შტაბის აკადემია 1898 წელს (1-ი თანრიგით). მსახურობდა ვარშავის საციხოვნო არტილერიაში და კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქში. 1899 წელს გადაყვანილ იქნა გენერალურ შტაბში. 1899-1902 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანაშემწედ. 1902-1908 წლებში მსახურობდა ბათუმში, მიხეილის სიმაგრის შტაბის უფროსად. 1908- წელს დაინიშნა 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად. 1908-1910 წლებში მსახურობდა პოლკოვნიკად და მე-13 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად. 1910-1912 წლებში მსახურობდა სევასტოპოლის სიმაგრის შტაბის უფროსად. 1912-1915 წლებში მსახურობდა ლაიბ-გვარდიის მე-13 ერივანსკის პოლკის მეთაურად. 1913 წელს დაინიშნა იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტად. 1915 წელს ჩაირიცხა იმპერატორ ნიკოლოზ II-ს ამალაში. შედიოდა იმპერატორის უახლოეს გარემოცვაში. 1915 წელს ირიცხებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში. 1915-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის მე-IV საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად. 1917-1918 წლებში მსახურობდა 39-ე ქვეითი დივიზიის უფროსად, კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარ უფროსად, ბათუმის ციხის შტაბის უფროსად, ბათუმის სამხედრო კომენდანტად და ბათუმის ოლქში განლაგებულ ყველა ჯარების უფროსად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას მის ორგანიზაციაში. ერთხანს იყო ქართული არმიის მთავარსარდალი. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში - პარიზში, იყო "ლაიბ-ერევნელების" თავმჯდომარე, თავის თავს უწოდებდა თავადს, მაგრამ რუსეთის იმპერიაში და არც საქართველოს სამეფოში ეს გვარი არასოდეს არ ოყო დამტკიცებული თავადის ხარისხში. გაერთიანებული სახელმწიფი პოლიტიკური სამმართველოს უცხოეთის განყოფილების (ИНО ОГПУ) ცნობით 1924 წლის 8 სექტემბერს იმყოფებოდა სტამბოლში და აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. პოლკოვნიკი (1906), ქართველი გენერალ-მაიორი (1915). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.77; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.640 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |