შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა ბურჭულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (დ. ხელაშვილის კლასი) 1978 წელს, პარალელურად - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1978-1980წწ. სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის თეატრ "ლა სკალაში"; 1981 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი იყო; 1984 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში; 1985 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში; 1986 წელს ვენაში შეიქმნა ბურჭულაძის სახელობის კლუბი, რომელიც აერთიანებს მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს; შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ტარიელი (ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), მაკარი (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), მარკიზი (გ. ყანჩელის "და არს მუსიკა"), მეფისტოფელი (ა. ბოიტოს "მეფისტოფელი"), მეფისტოფელი (შ. გუნოს "ფაუსტი"), მექე რენე (ჩაიკოვსკის "იოლანტა"), ბორისი, დოსიფეი (შ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", "ხოვანშჩინა"), ლეპორელო (მოცარტის "დონ ჟუანი"), დონ ბაზილიო(ჯ. როსინის "სეველიელი დალაქი"). შესრულებული აქვს ბევრი როლი ჯ. ვერდის ოპერებში. ასრულებს მუსორგსკის, რახმანოვის და სხვათა რომანსებს. მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან (ჰერბერტ ფონ კარაიანი, კ. აბადო, ლ. მააზელი, ზ. გეტა, რ. მუტი, კ.მ. ჯულენი). პაატა ბურჭულაძე სისტემატიურად ჩამოდის თბილისში, მონაწილეობს კონცერტებში. 1998 წელს მისი ინიციატივით და მონაწილეობით თბილისში გაიმართა საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ბრავო"; 2000 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში შეასრულა ი. კეჭაყმაძის საგალობლები ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად. ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |