შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭაქვინჯი, ზუგდიდის რაიონი. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. მამამ - ლევან V დადიანმა თავის სიცოცხლეშივე(1840 წლიდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა; 1829-1840წწ. მსახურობდა ლაიბგვარდიის კაზაკთა პოლკში, სადაც პოლკოვნიკის წოდება მიიღო; სამთავროს სათავეში ჩადგომისთანავე ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას; ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად(ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა; მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო; მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით; თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება; ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებაზე; 1848 წელს მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა აბრეშუმის საწარმო; მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში; დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო; შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა ნიკო დადიანმა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა; რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.286 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |