The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ალხაზიშვილი

იაკობ ალხაზიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1826
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1896  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გორის მაზრა.

დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა მე-2 კორპუსი 1844 წელს.

პრაპორშჩიკის ჩინით დაინიშნა ლაიბგვარდიის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთის არმიის თითქმის ყველა იმდროინდელ ლაშქრობაში. 1874 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და დაინიშნა კავკასიის ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 1877 წლის 13 ივნისს იაკობ ალხაზიშვილმა გურიის, იმერეთისა და ენგურის რაზმებით ილორთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალთა დიდი დესანტი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა დასავლეთ საქართველოს. 15 ივნისს ოჩამჩირის მახლობლად მან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა უკუქცეულ მტერს და 20 აგვისტოს ბრძოლით დაიკავა სოხუმი. მონაწილეობდა ალაჯის ბრძოლაში რუსეთის არმიის მიერ ყარსის ციხესიმაგრის გარემოცვის დროს იერიშით აიღო ორი ფორტი და ქუთაისის  ქვეითი ათასეულით ქალაქში ერთ-ერთი პირველი შეიჭრა. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ალხაზიშვილს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიენიჭა. შემდეგ იგი მეთაურობდა კავკასიის 41-ე ქვეით დივიზიას (1878), კავკასიის გრენადერთა დივიზიას (1883) და კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსს (1885). რუსეთის იმპერიის მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორის იაკობ ალხაზიშვილს მიღებული ჰქონდა: ბრილიანტის ბეჭედი იმპერატორ ალექსანდრე II-ის ვენზელით (1868 და 1871 წწ.); წითელი არწივის პრუსიის მეორე ხარისხის ორდენი (1878); მონტენეგროს მედალი (1878); თეთრი არწივის ორდენი (1882); წმ. ალექსანდრე ნევსკი (1889, ამ ორდენისთვის ბრილიანტის სამკერდე ნიშნები მიენიჭა 1894 წელს); განმასხვავებელი ნიშანი "XL წლის უმწიკვლო სამსახურისთვის" (1886) და სხვა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.345-346

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სამხედრო საბჭო, წევრი (1894-)

გააზიარე: