შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილიკო აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1917 წელს. თავდაპირველი განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 1904 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალურ სკოლა; სწავლა გააგრძელა მოსკოვის ფილარმონიულ სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის კონსერვატორიაში, პედაგოგ ვ. ი. საფონოვთან(ფორტეპიანო), კ. ი. დავიდოვთან(ვიოლონჩელო), ე. მ. ბრაუდოსთან (მუსიკის ისტორია). მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას თბილისსა და ქუთაისში; იყო ორგანიზატორი და ერთ–ერთი წევრი პირველი ქართული ტრიოსი (მ. ევთიშვილი – ფორტეპიანო, ვ. რელიგიონი – ვიოლინო და ი. აბაშიძე – ვიოლონჩელო); იყო ქუთაისში მ. ბალანჩივაძის მიერ დაარსებული მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და გამგე; დააარსა და იყო ლოტბარი მოსწავლეთა გუნდისა; ა. ყარაშვილის სიმებიანი კვარტეტისა და სხვა კამერულ–ინსტრუმენტული ანსამბლების წევრი; ასრულებდა ქართულ და ევროპულ მუსიკალურ ნაწარმოებებს; აქტიურად მოღვაწეობდა XX საუკუნის 20–იან წლებამდე; აქვს მუსიკალური პუბლიკაციები; ვიოლონჩელისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 7; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.39; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.129 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |