შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ოცხელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულეტი პირველი ხარისხის დიპლომით 1889 წელს. აღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში. საქართველოში დაბრუნებულს, როგორც პოლიტიკურად "არაკეთილსაიმედოს", მასწავლებლობა აუკრძალეს. 1892 წელს ქუთისში დააარსა კერძო "ქართული საჩვენებელი საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასით"; 1900 წელს დაინიშნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად; 1905 წელს მისი ძალისხმევით ეს სკოლა გადაკეთდა ქუთაისის კერძო ქართულ გიმნაზიად. ქართულ გიმნაზიაში დაარსდა საკვირაო სკოლა, რომელიც 1910 წელს სახალხო უნივერსიტეტად გადაკეთდა. ნებისმიერ საქმეს, რომელიც მას ებარა, ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით აკეთებდა. ზრუნავდა მოსწავლეებზე, ღარიბ მოსწავლეებს გადასახადებისაგან ათავისუფლებდა და მატერიალურად ეხმარებოდა მათ. 1915 წელს ქუთაისში შეიქმნა საზოგადოება "სინათლე", რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართული საქალაქო სასწავლების დაარსება. სკოლა პირველი სასწავლებელი იყო, სადაც ყველა საგანს ქართულ ენაზე ასწავლიდნენ. მაგრამ წიგნები არ არსებობდა ქართულ ენაზე ამიტომ ოცხელის რჩევითა და ინიციატივით დაარსდა წიგნის გამომცემოლობის "განათლები", ამხანაგობა, რომლემაც შედარებით მოკლე დროში სასწავლებელი მოამარაგა ქართული სახელმძღვანელოებით. იგი იყო ჟურნალ "სკოლა და ოჯახის" დამაარსებელი, ქართული ტერმინოლოგიის დადგენის მოამაგე; აქტიურად ედგა მხარში ქართული პედაგოგიკის პატრიარქს იაკობ გოგებაშვილს. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |