შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ დონაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი. მეფე ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლებული კახელი აზნაურის ი. დონაურის ვაჟი; ახალგაზრდობისას განაწესეს სამხედრო სამსახურში, 1780 წელს კი სამოქალაქო უწყებაში გადაიყვანეს; იმპერატორ ეკატერინე II-ის კარზე ასრულებდა ტახტის მემკვიდრის პავლე პეტრეს ძის მდივნისა და ბიბლიოთეკარის მოვალეობას; 1797 წელს დაინიშნა საიმპერატორო კაბინეტის მმართველად; იმავე წელს მიენიჭა საიდუმლო მრჩევლის, 1799 წელს კი ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება და სენატორობა; პავლე I-მა დაუმტკიცა მას გერბი წარწერით "მხოლოდ შენ" და მიანიჭა რუსეთის აზნაურობა; მალე იგი ყველა პოსტიდან დაითხოვეს; 1801 წელს ალექსანდრე I-მა კვლავ აღადგინა სამსახურში და სენატის III დეპარტამენტში სენატორად დანიშნა; რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, გენარალ-მაიორი (1796). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480; events.mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |