The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ დუმბაძე

დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1865  (160 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. 

განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1882 წლის 24 აგვისტოდან; დაამთავრა მე-3 სამხედრო ალექსანდროვკის სასწავლებელი; 1884 წელს პოდპურიჩიკის წოდებით ჩაირიცხა ყარსი-ალექსანდროვკის კორპუსში; შემდეგ მიიღო პორუჩიკის (1888), შტაბსკაპიტნის (1894), კაპიტნის (1898) და პოდპოლკოვნიკის (1904) ჩინები; მონაწილეობდა 1904–1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში; იყო ვლადივასტოკის ციხე-სიმაგრის პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაური; ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა; 1908 წელს მიიღო პოლკოვნიკის, 1912 წელს კი გენერლის წოდება, 1914 წელს — გენერალ-მაიორის წოდება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.509

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1913 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1901 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: