შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქუჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერე, ახლანდელი თელავის რაიონი. სწავლობდა თბილისში, ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1906 წელს, მთლიანი კრებული კი 1914 წელს. მისი შემოქმედების მთავარი გმირები საზოგადოებისაგან გარიყული, ულუკმაპუროდ დარჩენილი მშრომელი ადამიანებია (ლექსების ციკლი "ქუჩის სიმღერები"; მინიატურები − "უსახელო" (1910); "საცოდავი" (1914). გ. ქუჩიშვილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე საბავშვო ლექსები: "აღტაცება" (1909); "პაწია მეგობრები", "სიმღერა" (1922) და "სკოლისაკენ". მწერალ დავით თურდოსპირელის (დავით ჩხეიძე) ძმა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.350 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |