| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქუჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერე, ახლანდელი თელავის რაიონი. სწავლობდა თბილისში, ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში. ქართული მწერლობის რევოლუციურ-დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელი. მიზნად ჰქონდა დასახული ხალხის სამსახური და რევოლუციური იდეების ქადაგება (ლექსი: "მე პოეტი ვარ"). მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1906 წელს, მთლიანი კრებული კი 1914 წელს. მისი შემოქმედების მთავარი გმირები საზოგადოებისაგან გარიყული, ულუკმაპუროდ დარჩენილი მშრომელი ადამიანებია (ლექსების ციკლი "ქუჩის სიმღერები"; მინიატურები − "უსახელო" (1910); "საცოდავი" (1914). ავტორია პოემებისა "ჯაჭვის ხიდი", "შავი სამეფო", "ტყვე არწივი" და სხვა. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე საბავშვო ლექსები: "აღტაცება" (1909); "პაწია მეგობრები", "სიმღერა" (1922) და "სკოლისაკენ". მწერალ დავით თურდოსპირელის (დავით ჩხეიძე) ძმა. რეჟისორისა და მსახიობის ბიჭიკო (ნოდარ) ჩხეიძის მამა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.350; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.373; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

