The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ლორთქიფანიძე

ნიკო ლორთქიფანიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1944  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა. სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში-ლეობენის სამთო აკადემიაში. 1907 წელს სამშობლოში დაბრუნდა. 1907-1912წწ. - გერმანული ენის მასწავლებელი ქართულ გიმნაზიაში, თბილისში; 1912-1925წწ. - გერმანული ენის მასწავლებელი ქუთაისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში და რეალურ სასწავლებელში, შემდეგ, ქალთა გიმნაზიაში და ტექნიკუმში; 1925-1926წწ. - კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი, კათედრის გამგე უცხო ენათა განხრით; 1928 წლიდან - საქართველოს მეცნიერ-მუშაკთა სექციის წევრი. საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა 1910 წლიდან; 1912 წლიდან - დრამატიული საზოგადოების წევრი თბილისში და ქართველ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; 1921 წლიდან - ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე, პ/მგ. მდივანი ქუთაისში; 1923-1924წწ. - სსსრ ხელოვნების მუშაკთა გამგეობის წევრი; 1932-1939წწ. - საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის და პრეზიდიუმის წევრი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "ნიშადური", "საქართველო", "ივერია", "თეატრი და ცხოვრება", "დროება", "სახალხო გაზეთი" და სხვ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი, 2 პიესა) გამოირჩევა. მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა, მნიშვნელოვნად განსაზღვრა XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება. ნიკო ლორთქიფანიძე დაკრძალული იყო ვერის საზოგადო მოღვაწეთა სასაფლაოზე, 1968 წელს გადასვენებულ იქნა დიდუბის პანთეონში. ცნობილი საზოგადო მოღვაწის მერაბ ლორთქიფანიძის შვილი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.242; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.351-355საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.432

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

ბიბლიოგრაფია

  • თავსაფრიანი დედაკაცი : კრებული (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2011. - 408გვ. . - ISBN: 978-99940-27-31-6
  • რაინდები : თხზულებანი (ავტორი). - თბილისი, ანბანი, 2011. - 276გვ.. - ISBN: 978-99940-24-82-7
  • მრისხანე ბატონი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2010. - 312გვ.. - ISBN: 978-9941-413-55-1
  • სოფლის აშიკი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 26გვ.
  • ქედუხრელნი : დავით აღმაშენებელი, ტყვედყოფილის დაბრუნება და სხვ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1946. - 134გვ.

გააზიარე: