შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიაჩესლავ მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1892 წელს, სამხედრო საარტილერიო აკადემია 1901 წელს. საარტილერიო საქმის სპეციალისტი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1916), წითელი არმიის "კომდივი" (1935). სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (1934), პროფესორი (1934). 1912 წელს აირჩიეს არტილერიის მთავარი სამმართველოს საარტილერიო კომიტეტის წევრად. 1918 წლიდან საპასუხისმგებლო პოსტები ეკავა წითელ არმიაში. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ლენინგრადის სამხედრო-მექანიკური ინსტიტუტის უფროსის მოადგილე და კათედრის უფროსი. მრავალი სამეცნიერო გამოკვლევისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.28 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |