შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ფანჩულიძე![]()
ბიოგრაფია1787 წელს მონაწილეობს ყირიმის ომში. 1789-1791წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში ოჩაკოვის ციხესიმაგრის აღების დროს გამოჩენილი გმირობისათვის ოქროს საგანგებო ნიშნით დაჯილდოვდა. 1794 წელს, პოლონური ესკადრონის დატყვევებისათვის აიყვანეს პრემიერ-მაიორის ხარისხში. 1796 წელს მონაწილეობდა სპარსეთზე ლაშქრობაში. 1799 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1803 წელს დაინიშნა ტვერის დრაგუნთა პოლკის მეთაურად, ხოლო 1805 წელს ჩერნიგოვის დრაგუნთა პოლკის მეთაურად. 1805 წლის კამპანიაში იბრძოდა ფრანგების წინააღმდეგ ამშტეტტენთან, შენგრაბენთან. აუსტერლიცთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1809 წელს მეთაურობდა ხუთიათასიან რაზმს ანაპის ციხესიმაგრის აღების დროს. 1810 წელს მონაწილეობდა ტრაპიზონის საზღვაო ექსპედიციაში. 1812 წელს იბრძოდა ბოროდინოში - იყო ოთხი პოლკის მეთაური. აქტიურად მონაწილეობდა 1813-1814 წწ. რუსული არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობებში. რისთვისაც უცხოური საბრძოლო ორდენები მიიღო. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1813). იბრძოდა რეიხენბახში, კაცბახში, 1814 წელს მონაწილეობდა მაინცის ბლოკადაში, ბრძოლებში რეიმსთან, ფერ-შამპენუაზთან, პარიზის აღებაში. ივანე ფანჩულიძე - ქართული თავადაზნაურული საგვარეულოს წარმომადგენელი, სამხედრო მოღვაწე, რომელიც მთელი თავისი შგნებით რუსული იმპერიის სამსახურში იდგა იყო ვახტანგ მეექვსის ამალის წევრის, დავით ფანჩულიძის ვაჟი და მომავალი გუბერნატორის, ალექსი და სიმონ ფანჩულიძეების ძმა. 1774 წელს სამხედრო სამსახურში შევიდა. 1786 წელს კაპიტანია კინბურნის დრაგუნთა პოლკში. გამოჩენილი მხედართმთავარი, ანტინაპოლეონის, სამამულო ომების, სპარსეთის ლაშქრობის მონაწილე, ჩერნიგოვის პოლკის ბრიგადის მეთაური, ბოროდინოს ბრძოლაში იყო პეტრე ბაგრატიონის ავანგარში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.219; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.158 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |