The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ფანჩულიძე

ივანე ფანჩულიძე
დაბადების თარიღი:1759
გარდაცვ. თარიღი:9 იანვარი, 1815  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1774 წელს სამხედრო სამსახურში შევიდა. 1789-1791წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში ოჩაკოვის ციხესიმაგრის აღების დროს გამოჩენილი გმირობისათვის ოქროს საგანგებო ნიშნით დაჯილდოვდა. 1805 წლის 20 ნოემბერი (2 დეკემბერი.) აუსტერლიცის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1809 წელს ანაპის ციხესიმაგრის აღებისათვის დაჯილდოვდა ანას I ხარისხის ორდენით; 1812 წელს სამამულო ომში წარმატებით ჩატარებული ბრძოლებისათვის - წმ. გიორგის III ხარისხის ორდენით. აქტიურად მონაწილეობდა 1813-1814 წწ. რუსული არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობებში. რისთვისაც უცხოური საბრძოლო ორდენები მიიღო. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1813), გამოჩენილი მხედართმთავარი, ანტინაპოლეონის, სამამულო ომების, სპარსეთის ლაშქრობის მონაწილე, ჩერნიგოვის პოლკის ბრიგადის მეთაური, ბოროდინოს ბრძოლაში იყო პეტრე ბაგრატიონის ავანგარში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: .10-თბ., 1986.-გვ.219

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1812 - წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
    სამამულო ომში წარმატებით ჩატარებული ბრძოლებისათვის
  • 1809 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
    ანაპის ციხესიმაგრის აღებისათვის
  • ოქროს საგანგებო ნიშანი
    რუსეთ-ოსმალეთის ომში ოჩაკოვის ციხესიმაგრის აღების დროს გამოჩენილი გმირობისათვის

გააზიარე: