The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მესხი

ივანე მესხი
დაბადების თარიღი:1849
გარდაცვ. თარიღი:1931  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რიონი, წყალტუბოს რაიონი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1869 წელს შევიდა პეტერბურგის ქირურგიიის აკადემიაში. 1871 წლიდან სწავლობდა ჯერ ციურიხის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდეგ კი ციურიხისავე პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.

ერთხანს ქუთაისში მასწავლებლობდა, შემდეგ ქალაქის თვითმმართველობის წევრი და გამგეობის მდივანი გახდა. 70-იანი წლებიდან თანამშრომლობდა "დროებასა" და "კრებულში". 1888 წლიდან ბათუმში ქალაქის თვითმმართველობის მდივანი იყო. იღწვოდა კულტურული ცხოვრების აღორძინებისათვის, აჭარაში სწავლა-განათლების გავრცელებისათვის. მას ეკუთვნის ვრცელი ნაშრომი "ბათუმის საქალაქო მეურნეობის განვითარების ნარკვევი"(რუსულ ენაზე), გოგოლის, დობროლიუბოვის, ნეკრასოვის თხზულებათა თარგმანები და სხვა. საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.602 


გააზიარე: