შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თარხან-მოურავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი. 1860 წლიდან მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, თერგის კაზაკთა ჯარის ცხენოსანთა არტილერიაში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის(1877–1878) ომში. 1878–1879 წლებში მუშაობდა ბერლინის კონგრესის მიერ გამოყოფილი რუსეთ-ოსმალეთის ახალი სახელმწიფო საზღვრის დამდგენ კომისიაში. 1881–1890 წლებში იყო გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი (1890 წელს თადარიგში გავიდა), 1890–1894 წლებში–ქართული საადგილმამულო ბანკის დირექტორი, შემდეგ–გორის მაზრის მომრიგებელი შუამავალი. დაჯილდოებულია წმინდა ანას და წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია სოფელ ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში. გარდაცვალების ადგილი სოფელი ერთაწმინდა (კასპი). რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1890). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |