The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თარხან-მოურავი

დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1841
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 1911  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ახალქალაქის საგვარეულო აკლდამა, კასპის რაიონი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი.

1860 წლიდან მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, თერგის კაზაკთა ჯარის ცხენოსანთა არტილერიაში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის(1877–1878) ომში. 1878–1879 წლებში მუშაობდა ბერლინის კონგრესის მიერ გამოყოფილი რუსეთ-ოსმალეთის ახალი სახელმწიფო საზღვრის დამდგენ კომისიაში. 1881–1890 წლებში იყო გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი (1890 წელს თადარიგში გავიდა), 1890–1894 წლებში–ქართული საადგილმამულო ბანკის დირექტორი, შემდეგ–გორის მაზრის მომრიგებელი შუამავალი. დაჯილდოებულია წმინდა ანას და წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია სოფელ ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში. გარდაცვალების ადგილი სოფელი ერთაწმინდა (კასპი). რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1890).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: