შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე თარხან-მოურავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი,ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი(1863). გენერალ იოსებ თარხან-მოურავის ძმა. მონაწილეობდა რუსეთ-ირანისა (1826–1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828–1829) ომებში. 1839–1853 წლებში იყო ელიზავეტპოლის გუბერნიის ქ. ნუხის მმართველი. ყირიმის ომში (1853–1856) მეთაურობდა ქართველ გრენადერთა მე-14 პოლკს. 1858 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1858–1863 წლებში იყო ქ. შემახის სამხედრო გუბერნატორი, 1863–1868 წლებში ბაქოს გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი. დაჯილდოებულია წმინდა ანას I, წმინდა სტანისლავის I, წმინდა გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1863). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |