The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა აგლაძე

შოთა აგლაძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1959  (67 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1981 წელს.

1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სარედაქციო–საგამომცემლო საბჭოში. ამავე წლის ნოემბრიდან დღემდე არის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1993 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1995–1996წწ. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი; 1996-2002წწ. იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი; 1997-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის პირველი სტიპენდიანტი. სამეცნიერო მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს წიგნები მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ჟურნალისტიკისა და კრიტიკის ისტორიიდან. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996).

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.84

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: