The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარი ბექაური

მარი ბექაური
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1990  (34 წლის)
კატეგორია:მწერალი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით.

ლიტერატურულ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა 2009 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "დები". იქიდან მოყოლებული იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში. 

2011 წელს მისი მოთხრობა "ჩემი მეზობლები და მეგობრები" ითარგმნა და დაიბეჭდა ლიტვაში, სადაც რამდენიმე ქართველ მწერალთან ერთად მიწვეულ იყო მწერალთა კავშირის მიერ სემინარებზე დასასწრებად. 2012 წელს მოთხრობა "დები" შევიდა კრებულში "ქართული პროზის ანთოლოგია", რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოიცა აშშ-ში ("Contemporary Georgian fiction"). ამასთანავე, "დების" ინგლისური თარგმანი დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალებში: "World Literature Today" (აშშ) და "Prospect magazine"(ბრიტანეთი). მ. ბექაურის მოთხრობები შესულია წლის საუკეთესო 15 მოთხრობის კრებულებში, რომელსაც ყოველწლიურად გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: "დები"(2009), "ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია" (2010), "ლევ"(2012). 2012 წელს გამოიცა მისი მოთხრობების პირველი კრებული "ელექტროთაობა".

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ლიტერატურული კონკურსი "ალერდი", გამარჯვებული
    მოთხრობა: "As the squares of hopscotch"
  • 2010 - ლიტერატურული კონკურსი "წერო 2010", პირველი ადგილის მფლობელი
    მოთხრობა: "ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია"
  • 2010 - ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა", ჟიურის სიმპატია
    მოთხრობა: "კედლები"
  • 2009 - ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა", თბილისის მერიის სიმპატია
    მოთხრობა: "ლილიანები"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: