The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა დოლაქიძე

მანანა დოლაქიძე
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 2019
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, მკვლევარი

ბიოგრაფია

მანანა დოლაქიძე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა აკადემიკოს ილია აბულაძის ხელმძღვანელობით. იგი იყო ძველი ქართული და ბერძნული ენების საუკეთესო მცოდნე, გამოცდილი ტექსტოლოგი, წლების განმავლობაში  იკვლევდა ძველი ქართული ნათარგმნი და ორიგინალური სასულიერო მწერლობის სხვადასხვა ჟანრის ძეგლებს. მის სახელთან არის დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი მოღვაწის, ილარიონ ქართველის ცხოვრების შემცველი ტექსტების შესწავლა და გამოქვეყნება, ილარიონ ქართველისა, რომელიც იყო ინიციატორი ბიზანტიაში ქართული ეკლესია-მონასტრების დაარსებისა და დასავლურ-ევროპულ ცივილიზაციასთან ქართველი ერის ზიარებისა. გამორჩეულია მანანა დოლაქიძის ღვაწლი ქართული კულტურის, ქართული საეკლესიო სამართლის უმთავრესი ძეგლის – "დიდი სჯულისკანონის" გამოქვეყნების საქმეში. მთავარ მიმართულებად მანანა დოლაქიძის სამეცნიერო მოღვაწეობაში ყოველთვის რჩებოდა ლიტურგიკული ძეგლების ქართული თარგმანების შესწავლა. ის მონაწილეობდა როგორც "იერუსალიმური ლექციონარის", ასევე მიქაელ მოდრეკილის "დიდი იადგარის" გამოსაცემად მომზადების პროცესში. უკანასკნელ წლებში ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი "დიდი სვინაქსარი", რომელსაც მანანა დოლაქიძის სამეცნიერო მოღვაწეობაში გამორჩეული ადგილი უკავია. ეს ძეგლი ქართული ღვთისმსახურების კონსტანტინოპოლურ პრაქტიკაზე გადასვლის უმნიშვნელოვანეს ეტაპს ასახავს. მანანა დოლაქიძის ნაშრომები: "ილარიონ ქართველის სახელზე დაწერილი საგალობლები" (უცნობი ავტორის საგალობელი) (მრავალთავი = Mravaltavi : ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი / ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. 1971. N1, გვ.185); "ახალი ნაშრომი ილარიონ ქართველის ცხოვრების შესახებ" ( მრავალთავი = Mravaltavi : ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი / ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. თბილისი, 1983. ტ.10, გვ.250-257); "კალის ლექციონარის დათარიღებისათვის" (ფილოლოგიური ძიებანი 1995, N2, გვ.64-80). 2017 წელს მანანა დოლაქიძე ქართული ქრისტიანული კულტურის კვლევისა და ხელნწარეთმცოდნეობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდა საპატრიარქო სიგელით.

წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი: facebook.com/Manuscript.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: