The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ ერისთავი

რაფიელ ერისთავი
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1824
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1901  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზო
კატეგორია:ეთნოლოგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალა, ახლანდელი კასპის რაიონი.

ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. იგი იყო კახეთში ჩასახლებულ ერისთავთა შთამომავალი. ბავშვობა სოფ. ქისტაურში გაატარა. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში; თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1844) მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში - მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში - განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. რ. ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საქმეში; იგი იყო ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აგრეთვე "ვეფხისტყაოსანის" ტექსტის დამდგენი კომისიის (1882) ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. რ. ერისთავის შემოქმედება მრავალფეროვანია. 70-80-იან წლებში რ. ერისთავის პოეზიაში ახალი ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან დაამუშავა მათემატიკური, ფიზიკური, ქიმიური და სხვ. სამეცნიერო ტერმინოლოგია; გამოცემული აქვს "შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული ლექსიკონი" (1873). მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა ს. ს. ორბელიანის ქართული ლექსიკონი (1884).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.4.-თბ., 1979.-გვ.194; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: