The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო თაბუკაშვილი

რეზო თაბუკაშვილი
ოფიციალური სახელი:რევაზ თაბუკაშვილი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1927
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 1990  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი 1949 წელს.

მისი ლექსები და თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან. წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე მისი შემდეგი პიესები: "რაიკომის მდივანი" (1953), "რას იტყვის ხალხი" (1956), "დენბურგის ზარი" (1970). იგი იყო ლიბრეტოების ავტორი ოპერებისათვის: "მინდია" და "ქაჯანა". დიდია მისი დამსახურება ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას მან დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. მათ შორისაა ფილმები: "კვალი ნათელი" (1978) მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავს იტალიაში მიაკვლია, ფილმი "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი"(1985), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს ეხება. აგრეთვე ის არის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი შემდეგი ფილმებისა: "ალპური ვარსკვლავი" (ფილმი ეძღვნება ფორე მოსულიშვილის ხსოვნას, 1979), "ვიტორიო სელა" (1980), "მთანი მაღალნი" (1980),  "მიხეილ ხერგიანი" (1981), "პირველად იყო სიტყვა" (1982), "ფურცლები ფრანგული დღიურიდან"(1983), "ნაძარცვის კვალდაკვალ" (1986),  "შორეული სიახლოვე" (1987). მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. იგი უილიამ შექსპირის სონეტების საუკეთესო მთარგნელად ითვლება. მეცნიერისა და პედაგოგის შალვა თაბუკაშვილის შვილი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

  • სამოცდამეექვსე სონეტი : ერთი შედევრის თერთმეტი ქართული თარგმანი (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 28გვ.. - ISBN: 978-9941-430-76-3
  • სონეტები (მთარგმნელი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1979. - 342გვ.

გააზიარე: