The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კახნიაშვილი

დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:22 ივნისი, 1982  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დილიკაური, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1927 წელს.

1929 წლიდან მუ­შა­ობ­და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე; წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი; მისი სამეცნიერო შრო­მები ეხება ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების სინთეზსა და კვლევას; მისი ხელმძღვანელობით შესწავლილია ფენოლების, კრეზოლების (მეთილფენოლების) და გვაიაკოლის (ორთო-მეთოქსიფენოლების) ალკილირების რეაქციები უჯერი სპირტებით. დადგინდა ფენოლების კატალიზური ალკი­ლირების მექანიზმი, გამოკვლეული იყო მიღებული ნივთიერებების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები მცენარეთა ­ზრდის სტიმულატორებად. ვაზის ნერგის გამოსავლიანობაზე გან­ხორ­ციელებული კვლევის შედეგები აღინიშნა გამოგონების სერტიფიკატით; მას მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ღვაწლი მიუძღვის ქარ­თულ ენაზე ქიმიის სახელმძღვანელოების შექმნაში. ქართულად თარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო ორგანულ ქიმიაში. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 602

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დ. მენდელეევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების სა­ქართველოს განყოფილება, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - სა­ქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: