The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან კილაძე

ვალერიან კილაძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1913
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 1986  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სილაური, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ფილოსოფოსის სპეციალობით 1935 წელს; ასპირანტურა (1938).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას დ. უზნაძის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და მისი რეკომენდაციით, ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, მუშაობა დაიწყო მეცნიერ მუშაკად ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკის სამეცნ-კვლევით ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა 80-იან წლებამდე; 1938–1955წწ. შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის, სოხუმისა და ბათუმის პედ. ინსტიტუტებში; 1947 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თსუ-ში ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე; 1966-1974წწ. იყო თსუ-ის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; მისი (და შ. გაბელაიას) ინიციატივით 60-იანი წლების შუა პერიოდში ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკუტეტზე შემოიღეს მათემატიკური ლოგიკის და უმაღლესი მათემატიკის გაღრმავებული სწავლება; არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი; იკვლევდა ლ. ფოიერბახის შემეცნების თეორიას, გ. პლეხანოვის ფილოსოფიურ შეხედულებებს, ახლებურად გააშუქა განმანათლებლების მსოფლმხედველობა და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში; აღსანიშნავია ვ. კილაძის ნარკვევები არაბულენოვანი, რუსული, დას. ევროპული და ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიაში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). აღმოსავლეთმცოდნის, მთარგმნელისა და პედაგოგის ნანა კილაძის მამა.

 წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.109; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.339; XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია. ტ. 2. ნაკვ. 2 / შემდგ. ე. კოდუა.-თბ.,2002.-გვ.275-276

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: